ღია სტუდია - თბილისში 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა
ღია სტუდია - თბილისში 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა

15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის გარდაცვალებამ მძიმე დასკვნების გამოტანის წინაშე დაგვაყენა – განაცხადა გადაცემის სტუმარმა. მისი აზრით, ჩვენ „პოსტ ფაქტუმ“ რეაგირების ხალხი ვართ და მერე ყველაფერი გვავიწყდება. ერთ-ერთი მთავარი დასკვნა კი ის უნდა იყოს, რომ მსგავსი რამ შეიძლება კიდევ მოხდეს. როგორც მან განაცხადა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგაც ამას ამბობდა, რომ ასეთი შემზარავი ამბის დავიწყება არ შეიძლება და სათანადო დასკვნებია გამოსატანი.

სტუმარი: გია მურღულია, პედაგოგი.

სატელეფონო ჩართვა: მოამბის კორესპონდენტი გიორგი კობახიძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: