ღია სტუდია - ოჯახური ძალადობა
ღია სტუდია - ოჯახური ძალადობა

ოჯახური ძალადობა: სტატისტიკა და სტატისტიკის მიღმა შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს გასული წლის სტატისტიკას და აჩვენებს, რომ 2019-ში მნიშვნელოვნად მეტი ადამიანი მიმართავდა პოლიციას ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, ვიდრე წინა წლებში: დაიწყო 6000-ზე მეტი გამოძიება, გაიცა ათი ათასზე მეტი შემაკავებელი ორდერი, მისი დარღვევისთვის დაწესდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. სხვა, ასევე პოზიტიური შინაარსის შემცველი რიცხვებისა და ფაქტების მიუხედავად, სიმწვავეს არ კარგავს შეკითხვა: შემმცირდა საქართველოში ოჯახური ძალადობა? ვინ რა უნდა მოიმოქმედონ, რომ ქალები უფრო დაცულები იყვნენ ამ ქვეყანაში? რატომ ერჩიან ქალებს ოჯახებში?

სტუმარი: გოგა ხატიაშვილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: