ღია სტუდია - შრომის ინსპექციის ახალი სტატუსი
ღია სტუდია - შრომის ინსპექციის ახალი სტატუსი

პარლამენტში შეტანილია მთავრობის ინიციატივა საჯარო სამართლის იურიდიული სტატუსის მქონე შრომის ინსპექციის შექმნის შესახებ. როგორც გადაცემის სტუმარმა განაცხადა, კანონი ამ საგაზაფხულო სესიაზე იქნება მიღებული, ინსპექცია ახალი სტატუსით კი უკვე სექტემბერში შეიქმნება. თუკი ამჟამად მოქმედმა ინსპექტირების სამმართველოს საქმიანობამ მოიტანა შედეგი, რომ სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა რაოდენობა 35% ით შემცირდა, ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ ახალი ინსპექციის ფუნქციონირების შემთხვევაში, შედეგები უფრო შთამბეჭდავი იქნება.

სტუმარი: შრომის ინსპექტირების სამმართველოს უფროსი მაია მიქაია.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

  

დატოვე კომენტარი