ღია სტუდია - ვინ შეიძლება გასამართლდეს უკრაინაში ომის დანაშაულთა გამო
- რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში გრძელდება. ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე ომის ინტენსივობამ იკლო, თუმცა ორშაბათს ღამით განახლდა დონბასზე რუსეთის იერიშით. პოლიტიკოსები და სამხედრო ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ რუსეთი ძალას სწორედ ამისთვის მოიკრებდა. ბოლო დღეების მანძილზე გამოვლინდა და დადასტურდა უამრავი ფაქტი ომისა და სამხედრო დანაშაულისა, რომელიც რუსმა სამხედროებმა ჩაიდინეს. ასეთი ფაქტები შეიძლება განმეორდეს მომავალშიც. აქვს თუ არა პერსპექტივა ამ ფაქტების გამოძიებას და სამართლებრივი გზით დამნაშავეთა დადგენას?
სტუმარი: პაატა დავითაია – იუსტიციის გენერალი, ჰააგის პროკურატურის ასოციაციის წევრი
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: