საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდს ახსოვს მედიასა და ჟურნალისტებზე ძალადობის შემთხვევები, იქნება ეს შევარდნაძის პერიოდში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში უშიშროების სამსახურის შესვლა თუ სააკაშვილის დროს ტელეკომპანია „იმედის“ დარბევა.
პოლიტილოგი ირაკლი მელაშვილი ამბობს, რომ ამჯერად, 5 ივლისს ჟურნალისტები და ოპერატორები ცემა არა ხელისუფლებამ, არამედ სოციალურად დაუცველი ფენების წარმომადგენლებმა, რომლებსაც ჩააგონეს, რომ ჟურნალისტები მტრები არიან. მისი შეფასებით, ამგვარად ხელისუფლება შიგნით აღვივებს დაპირისპირებას სოციალურ ფენებს, შორის.
მისივე მოსაზრებით, ხელისუფლებას აწყობს ის, თუ როგორ ვითარდება პარლამენტის წინ მიმდინარე პროცესები. „პირველ დღეს, როცა მხოლოდ ჟურნალისტები იყვნენ საპროტესტო აქციაზე, ხალხის მხარდაჭერა და რაოდენობა იყო დიდი. მაგრამ მას შემდეგ, რაც აქციას კვლავ ნაციონალური მოძრაობის წევრები ჩაუდგნენ სათავეში – ხალხის რაოდენობაც შემცირდა და მხარდაჭერაც. ადამიანებს კვლავ აქვთ შიში, რომ შესაძლოა სააკაშვილი დაბრუნდეს ხელისუფლებაში და ეს მათ არ სურთ“ – ამბობს ირაკლი მელაშვილი.
მას აეჭვებს, რომ პარლამენტში შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის მოსმენისას, ოპოზიცია შესძლებს პოლიტიკური შედეგის დადებას. ირაკლი მელაშვილი, ასევე, არ გამორიცხავს, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებამდე პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში დაძაბული იქნება.
რესპონდენტი: ირაკლი მელაშვილი – პოლიტოლოგი
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: