ღია სტუდია - ვახტანგ მაისაია - უკრაინაში ომის დასრულების ვადა ზაფხულის შემდეგ გაირკვევა I 27.04.2023
ღია სტუდია - ვახტანგ მაისაია - უკრაინაში ომის დასრულების ვადა ზაფხულის შემდეგ გაირკვევა I 27.04.2023

„დასავლეთი უკრაინის კონტრშეტევის მოლოდინშია. დასავლელმა პარტნიორებმა შეიარაღების თვალსაზრისით, უკრაინის თითქმის ყველა მოთხოვნა შეასრულეს. ახლა მხოლოდ ამინდზეა დამოკიდებული კონტრშეტევის დაწყების ვადა – უკრაინაში წვიმიანი ამინდებია. სველი ნიადაგი მძიმე ტექნიკის გადაადგილებას პრობლემებს უქმნის.“

პოლიტოლოგი და სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ უკრაინა გეგმავს არა მხოლოდ კონტრშეტევას, არამედ შეტევასაც – დღესდღეობით არავინ იცის, რომელ ფრონტზე მიიტანს დარტყმას უკრაინული არმია.

ამავე დროს, ვახტანგ მაისაიას მოსაზრებით: „არსებობს საფრთხე, უკრაინის წარმატებისა და რუსული შეიარაღებული ძალების „ჩამოშლის“ შემდეგ, პუტინმა ბირთვული იარაღის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღოს. ამიტომ, დასავლეთიც და უკრაინაც ცდილობს სტრატეგიული ბალანსის დაცვას – ერთის მხრივ, არ მისცეს პუტინს ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა და მეორე მხრივ, დაკმაყოფილდეს უკრაინის სრულიად ლეგიტიმური მოთხოვნები ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით“.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: