ღია სტუდია - ომი უკრაინაში და მსოფლიო ეკონომიკა I 27.10.2022
ღია სტუდია - ომი უკრაინაში და მსოფლიო ეკონომიკა I 27.10.2022

ომი უკრაინაში აისახება არა მხოლოდ უკრაინის და რუსეთის მოქალაქეების ბედზე, ვინც პირდაპირ არის ჩართული საომარ მოქმედებებში, არამედ მთელს მსოფლიოზე – გლობალური ეკონომიკა მყისიერად პასუხობს ხოლმე მტკივნეულ რყევებს.

ეკონომიკის დოქტორის ირაკლი მაკალათიას მოსაზრებით, ინფლაცია, ფასების ზრდა, რაც თითქმის ყველა ქვეყანაში შეინიშნება, იმ მიწოდების ჯაჭვის გაწყვეტამ გამოიწვია, რომლის მნიშვნელოვანი წილი უკრაინას და რუსეთს ეკავა.

„რუსეთი ენერგომატარებლების მნიშვნელოვანი მიმწოდებელი იყო, უკრაინა სურსათის კუთხით წამყვან ადგილს იკავებდა. ომის გამო ეს ჯაჭვები გაწყდა, რამაც ფასების ზრდა და ინფლაცია გამოიწვია“, – ამბობს ირაკლი მაკალათია.

მისივე აზრით, უკრაინის ომით გამოწვეული პრობლემების პარალელურად, იქმნება ახალი შესაძლებლობები საქართველოს ეკონომიკის გასაძლიერებლად – პირველ რიგში, ეს საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას გულისხმობს.

„რუსეთი ამ ომში აუცილებლად დამარცხდება და საქართველოს ხელისუფლებამ უნდა ახლავე იზრუნოს, რომ ახლაც და სამომავლოდაც, ტრანზიტის კუთხით, საქართველოს პოტენციალი მაქსიმალურად იყოს გამოყენებული“, – ამბობს ირაკლი მაკალათია.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: