ღია სტუდია - ვახტანგ ძაბირაძე: ოპოზიცია შეეცდება ცესკო-ს თავმჯდომარე მხოლოდ უმრავლესობის ხმებით დაინიშნოს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომა არჩევნებამდე 3 თვით ადრე კიდევ უფრო მეტ დრამატიზმს მატებს 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, რომლის შედეგი განსაზღვრავს, დადგება თუ არა ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობა. შეგახსენებთ, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება 43 პროცენტზე ნაკლებ ხმებს მიიღებს პროპორციულ არჩევნებში, საქართველოში 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, ცესკო-ს თავმჯდომარის დასანიშნად პარლამენტის ხმების ორი მესამედია საჭირო. ამდენი ხმა უმრავლესობას არა აქვს. შესაბამისად, კვლავ ცვლილების თანახმად, შესაძლოა, ახალი ცესკო-ს თავმჯდომარე მხოლოდ 6 თვით იყოს არჩეული. კონსტიტუციონალისტ ვახტან ძაბირაძის აზრით, თამარ ჟვანიას გადაწყვეტილება, გადამდგარიყო, სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან მისი ხელმძღვანელობით ადგილობრივი არჩევნების ჩატარება კვლავ ამოწვევდა ოპოზიციის ბრალდებებს, არჩევნების გაყალბების შესახებ. ამავე დროს, ვახტან ძაბირაძის ვარაუდით, ოპოზიცია შეეცდება, ახალი თავმჯდომარე მხოლოდ უმრავლესობის ხმებით დაინიშნოს, რაც ოპოზიციას წინასწარ მისცემს საშუალებას ამტკიცოს, რომ ცესკოს თავმჯდომარე მხოლოდ ქართულმა ოცნებამ დანიშნა. ამავე დროს, ვახტან ძაბირაძეს აეჭვებს, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ პროტესტის ქუჩაში გადმოტანის მცდელობა წარმატებული იყოს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: