ღია სტუდია - პარტიული იდენტობა - განაყოფი პარტიას წარმატების პირობა
ღია სტუდია - პარტიული იდენტობა - განაყოფი პარტიას წარმატების პირობა

განაყოფ პარტიას უწოდებენ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც ერთი პარტიიდან გამოყოფილმა წევრებმა შექმნეს. საქართველოში ამგვარი პარტიის შექმნის ბოლო მაგალითია „საქართველოსთვის“, რომელიც ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ და ქართულ ოცნებაში მისმა მხარდამჭერებმა თუ თანამოაზრეებმა დააფუძნეს. ოღონდ ამ პარტიას წარმატებისათვის დასჭირდება მთავარი პოლიტიკური მიზნის მკაფიოდ ჩამოყალიბება და იმავდროულად ცხადი პოლიტიკური იდენტობა, რომლითაც მას სხვა ორგანიზაციებისგან გამოარჩევენ და უპირატესობას მიანიჭებენ. „იმ შემთხვევაში, თუ გიორგი გახარიას „განაყოფი“ პარტიის შექმნის მიზანი, ბიძინა ივანიშვილის გეგმის მიხედვით დიდი ოპოზიციური პარტიების პოლიტიკური ავანსცენიდან გაყვანა და მათ ალტერნატიულ ძალად ჩამოყალიბებაა, მოცემული ვითარება ამ გეგმის სასარგებლოდ არ მეტყველებს. იმ შემთხვევაში კი, თუ პარტია „საქართველოსთვის“ მიზანს ერთ-ერთ სერიოზულ ოპოზიციურ ძალად პოზიციონირება წარმოადგენს, საჭიროა, პარტიამ, კონკრეტულ, პრობლემურ საკითხებზე აპელირების მეშვეობით რაც შეიძლება, მალე გამიჯნოს საკუთარი თავი ,,ქართული ოცნებისგან“. – მიაჩნია თეონა ზურაბაშვილს.

რესპონდენტი: თეონა ზურაბაშვილი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსი, მკვლევარი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

  

დატოვე კომენტარი