ღია სტუდია - ვახტანგ ძაბირაძე - ხელისუფლება მზად არ აღმოჩნდა ბლინკენის განცხადებისთვის I 06.04.2023
გუშინ გვიან საღამოს გავრცელებული სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, აშშ-მა ოთხ ქართველ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ამერიკული მხარე ოფიციალურ თბილისს სანქციების გამოცხადებამდე ჩააყენებდა საქმის კურსში.
„მმართველი პარტიის ლიდერების გაუგებარი კომენტარებისა და განცხადებების გათვალისწინებით, როგორც ჩანს, ისინი მაინც ვერ მოემზადნენ ამ ვითარებისთვის“, – ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.
ის ვარაუდობს, რომ, შექმნილი მძიმე პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, გამორიცხული არ არის, „ქართულმა ოცნებამ“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს.
ოღონდ, ვახტანგ ძაბირაძის აზრით, „ქართული ოცნების“ „მენეჯმენტი“ სრულად გამოიცვლება.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: