ღია სტუდია - უკრაინა-რუსეთის ომის შედეგები პირდაპირ განსაზღვრავს საქართველოს მომავალს
22 დღეა, უკრაინაში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.
უსაფრთხოების ექსპერტის ანდრო გოცირიძის განცხადებით, თუ 2008 წლის აგგვისტოს ომისა და ყირიმის ოკუპაციის შემდე დასავლეთს ჯერ კიდევ ჰქონდა მოლოდინი, რომ რუსეთის „შებოჭვა“ შესაძლებელი იყო, დღეს აღარ არსებობს ეჭვი, რას არ იზამს რუსეთი.
„რეალურად, დღეს რუსეთში ომის გაგრძელება 2 ადამიანს სურს – პუტინს და შოიუს“ – ამბობს ექსპერტი და განმარტავს, რომ თავად რუსეთის საზღვრებთან მოქმედი დემოკრატიული სახელმწიფოების არსებობის მიუღებლობის გარდა, კრემლში ე.წ. პუტინის მემკვიდრის საკითხიც გააქტიურებულია.
საქართველოში უსაფრთხოების კუთხით, ანდრო გოცირიძე ყურადღებას ამახვილებს პრორუსული ალტ-ინფოს გააქტიურებაზე რეგიონებში და დაპირისპირების ცენტრების შექმნაზე.
მისი აზრით, აუცილებელია, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებმა ამ პროცესებს აუცილებელი ყურადღება დაუთმონ.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: