ღია სტუდია - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი და სანქციები I 28.05.2024
საქართველოს ოფიციალური პირებისთვის აშშ-ის მიერ დაანონსებული სანქციები შესაძლოა, არც ისე მტკივნეული ჩანდეს, რომ არა მათი გავრცელება ხსენებულ პირთა ოჯახის წევრებზე. ამასთან, სანქციები დამძიმდება, თუ ისინი შეეხება სანქცირებულ პირთა საბანკო ანგარიშებსა და უძრავ ქონებას.
რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, ევროკავშირის მასშტაბით, სანქციების დაწესება მოითხოვს კონსენსუსს, რაც რთული მისაღწევია. ამასთან, ოფიციალური პირების არაფორმალური სანქცირება შეუძლია ევროპის ნებისმიერ ქვეყანას.
რესპონდენტები: გოგა ხატიაშვილი, იურისტი, კანონის უზენაესობის ცენტრი; კახა გოგოლაშვილი, ევროპული კველევების ცენტრის დირექტორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: