ღია სტუდია - კოტე კანდელაკი - საარჩევნო ბარიერის გადალახვას მხოლოდ ორი პარტია შეძლებს I 16.11.2023
ღია სტუდია - კოტე კანდელაკი - საარჩევნო ბარიერის გადალახვას მხოლოდ ორი პარტია შეძლებს I 16.11.2023

საქართველოს კონსტიტუციით, პარლამენტის ახალი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის ბოლო შაბათს. 2024 წლის ოქტომბრის ბოლო შაბათი 26 ოქტომბერია. ანუ წელიწადზე ნაკლებია დარჩენილი საპარლამენტო არჩევნებამდე.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იმითაც იქნება გამორჩეული, რომ ეს პირველი არჩევნები იქნება, რომელიც მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდება. ანუ მაჟორიტარები პარლამენტში აღარ იქნებიან.

სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი კოტე კანდელაკი ამბობს, რომ საეჭვოა, ე.წ. შუაშისტმა პარტიებმა არჩევნებში წარმატებას მიაღწიონ.

„ახალი წესით, საარჩევნოდ პარტიებს ბლოკების შექმნის უფლება აღარ აქვთ. ეს ნიშნავს, რომ რამდენიმე პოლიტიკური ძალის გაერთიანება პარტიის გაუქმებას გულისხმობს. საეჭვოა, ამაზე პარტიები წავიდნენ“, – განაცხადა კოტე კანდელაკმა.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: