„ კვლევა არ იყო მაშტაბური, მაგრამ იყო საფუძვლიანი – ეს იყო თვისებრივი კვლევა და მან უჩვენა რომ ტყვიის შემცველობა საკვებ პროდუქტებში არის უმნიშვნელო, ანუ საკვები,რომელსაც ვიღებთ, უსაფრთხოა. კვლევის შედეგების მიხედვით, გარემოში ტყვიის შემცველობა გაზრდილია(განსაკუთრებით სამშენებლო მასალებში), თუმცა საგანგაშო ვითარება არ გვაქვს, პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ დამაფიქრებელია“ – ნოდარ ტანგიაშვილი.
სტუმარი: ნოდარ ტანგიაშვილი –კვლევის კოორდინატორი.
სატელეფო ჩართვა: მარიამ გორდაძე – სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის წარმომადგენელი. ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი.