ღია სტუდია - ტერაქტების ზრდის საფრთხე საქართველოს საზღვრებთან I 27.06.2024
ტერაქტების ზრდის საფრთხე საქართველოს საზღვრებთან სულ მცირე 20 მოკლული და 46 დაშავებული – ასეთია კვირას დაღესტანში მომხდარი ტერაქტის მსხვერპლთა რაოდენობა.
ტერაქტი ერთდროულად ორ ქალაქში მოხდა – დერბენტში დარტყმის ცენტრი სინაგოგა და მართლმადიდებლური ეკლესია იყო. მახაჩკალაში – ასევე სინაგოგა და საპოლიციო პოსტი. თავდამსხმელები ლიკვიდირებულები არიან. ისინი დაღესტნის ერთ-ერთი რეგიონის ხელმძღვანელის ოჯახის წევრები აღმოჩნდნენ.
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ამ ტერაქტით, ისლამურმა ვილაიათმა ყველას შეახსენა საკუთარი არსებობის შესახებ.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: