ღია სტუდია - თენგიზ ფხალაძე - ერთმანეთის განადგურების ინსტინქტმა ქვეყანას მხოლოდ პრობლემები მოუტანა
თბილისში დღესაც გრძელდება მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელის კრისტიან დანიელსონის შუამავლობით. მედიატორი ოპტიმისტურად არის განწყობილი და ამბობს, რომ კიდევ ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი.
დანიელსონის განცხადება ოპტიმიზმს მატებს თენგიზ ფხალაძეს, ჯიპას ასოცირებულ პროფესორსა და საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის მრჩეველს, რომ შეხვედრები შედეგიანი იქნება. მისი განმარტებით, ოპტიმიზმის კიდევ ერთი საფუძველია ევროკავშირის მხრიდან უპრეცედენტო ჩართულობა საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოგვარების პროცესში.
„ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა ისწავლონ ერთმანეთთან მოლაპარაკება და რადიკალიზმზე ერთხელ და საბოლოოდ უარი უნდა ითქვას. ერთმანეთის განადგურების ინსტინქტმა ქვეყანას მხოლოდ პრობლემები მოუტანა“ – თვლის თენგიზ ფხალაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: