ღია სტუდია - თამარ ხიდაშელი - ხელისუფლებამ და ოპოზიციამ არ გამოიყენეს შანსი, ქვეყანა დააახლოონ ევროკავშირში ინტეგრაციას I 10.11.2022
როგორ აფასებს ევროპარლამენტი საქართველოში არსებულ ვითარებას IRI-ის ბოლო გამოკითხვით, გამოკითხულთა 80 პროცენტი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ამავე დროს, კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ საქართველო 2023 წელს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, მხოლოდ 10 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეს მოსალოდნელია.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი თამარ ხიდაშელიც მიიჩნევს, რომ საქართველო სავარაუდოდ 2023 წელს კანდიდატის სტატუსს არ მიიღებს.
მისი თქმით, სამწუხაროდ, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ არ გამოიყენეს შანსი, ქვეყანა დააახლოონ ევროკავშირში ინტეგრაციას.
„განცხადებები, თითქოს კანდიდატის სტატუსი არაფერს ნიშნავს, უსაფუძვლოა – კანდიდატის სტატუსის გარეშე, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი არ განიხილება“, – ამბობს თამარ ხიდაშელი.
მისივე განმარტებით, ევროკომისიას საქართველოსთვის გლობალური რეფორმების ჩატარება არ მოუთხოვია.
„12 რეკომენდაციის შესრულება, სურვილის შემთხვევაში, სრულიად რეალური იყო“, – ამბობს თამარ ხიდაშელი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: