„გაგონილია ქართველების ერთგულება დემოკრატიული ღირებულებების, პრესისა და გაერთიანების თავისულების მიმართ. ევროპისკენ მოტრიალებულმა საქართველომ იცის, რომ შეუძლია საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს“, – ასე გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი თბილისში 7-9 მარტს გამართულ ხალხმრავალ აქციებს.
თუ საქართველოს მოქალაქეების პროევროპულობა კითხვებს არ იწვევს, სტატუსის მისაღებად აუცილებელია 12 რეკომენდაციის წლის ბოლომდე შესრულება. თან – მუშაობაში უნდა მონაწილეობდეს მმართველი პარტიაც, ოპოზიციაც და არასამთავრობო სექტორიც.
პოლიტიკის მკვლევარი შორენა ლორთქიფანიძე ამბობს, რომ აგენტების კანონ-პროექტთან დაკავშირებულმა მოვლენებმა დააზიანა ქვეყანა. ნდობა ხელისუფლების მიმართ შემცირდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე დასავლელ პარტნიორებს შორის.
„მმართველ ძალას მოუწევს თანამშრომლობა ოპოზიციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მოქალაქეების სურვილების იგნორირებას ვერავინ შეძლებს“, – ამბობს შორენა ლორთქიფანიძე.