ღია სტუდია - სეზონური ვირუსი H1N1 მიმდინარეობა და პრევენცია
ღია სტუდია - სეზონური ვირუსი H1N1 მიმდინარეობა და პრევენცია

„საქართველოში ვაქცინაციისადმი დამოკიდებულება არაერთგვაროვანია როგორც საზოგადოებაში, ასევე სამედიცინო წრეებშიც. ამის მიზეზი სოციალურ ქსელებში გავრცელებული არამეცნიერული სტატიებია, რომელიც, სამწუხაროდ, გავლენას სამედიცინო პერსონალზეც ახდენს. დღეს საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და კალენდრით არის გაწერილი. ვაქცინაციისადმი უარყოფითი დამოკიდებულების შედეგია წითელას მომატებული შემთხვევები, რაც რამდენიმე შემთხვევაში გარდაცვალებითაც დასრულდა. ვაქცინაცია ძალიან ბევრი დაავადების დამარცხების და პრევენციის ერთ-ერთი უმთავრესი საშუალებაა. ვაქცინაციით თითოეული მშობელი საკუთარ შვილთან ერთად იცავს საზოგადოებასაც. არის შემთხვევები, როცა ვაქცინაცია დაუშვებელია. ასეთ დროს, საყოველთა ვაქცინაცია სწორედ ამ კონკრეტულ ადამიანებს ვიცავთ დაავადების გავრცელებისგან“.

„გრიპის შემთხვევაში მეორე პიკი თებერვლის მეორე ნახევარში და მარტის დასაწყისშია მოსალოდნელი. მოვუწოდებ ყველას, გაიკეთოს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელსაც 6 თვიანი პერიოდის დაცულობა აქვს. აცრიდან 2 კვირის შემდეგ ადამიანები იმ ოთხი ქვეტიპისგან იქნებიან დაცული, რომელსაც ეს გრიპი შეიცავს. განსაკუთრებული მარალი რისკის ჯგუფებში შედიან ბავშვები, მოხუცებულები და ვ დაბალი იმუნიტეტის მქონი პირები. ასევე მოხუცთა და ბავშვთა თავშესაფრები, სადაც სახელმწიფო უფასო ვაქცინაციას ახორციელებს. ვაქცინაციისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბერი და ნოემბერია, თუმცა რეკომენდირებულია დეკემბერშიც და იანვარშიც“, – განაცხადა ირინა კალანდაძემ.

სტუმარი: ირინა კალანდაძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.