ღია სტუდია - სასამართლოს ვერდიქტი ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით
ღია სტუდია - სასამართლოს ვერდიქტი ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით

„მქონდა მოლოდინი, რომ სასამართლო ასეთ სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანდა. თუმცა ვშიშობდი, მოსამართლე მგელიაშვილს იმაზე ნაკლები სასჯელი არ მიესაჯა, რასაც დამნაშავეები იმსახურებდნენ. დამნაშავეების ოჯახის წევრები სასამართლო სხდომებზე მთელი ხუთი წლის მანძილზე შეურაწყოფას მაყენებდნენ. მათ არასდროს გამოუხატავთ სინანული და თანაგრძნობა ჩემი ტრაგედიის მიმართ. მომიკლეს და შემეგ ჩემი 19 წლის შვილი ბანდიტად შერაცხეს. სწორედ მათი ოჯახის წევრები იყვნენ, ვიმც ადამიანებს უმოწყალოდ იმეტებდნენ.  ამის შემოქმედი ადამიანები გუშინ აქცევდნენ სასამართლო დარბაზს და ხუთი წლით ციხეში წასვლაც კი ითაკილეს, მაშინ როცა ჩემი შვილი ცოცხალი აღარ არის“.

“მე ზაზა ბაქრაძეს გულწრფელად შევუნდე და მადლობაც გადავუხადე სიმარლისთვის. ჩემი სურვილი იყო, მისთვის მინიმალური სასჯელი გამოეტანათ. მან, როგორც ჩანს, ამ დიდი ცოდვით ვეღარ შეძლო ცხოვრების გაგძელება. გამოავლინა ადამიანური საქციელი, პირველ რიგში, მისი შვილების წინაშე არის დღეს პირნათელი და ვალმოხდილი. ზაზა ბაქრაძემ დანაშაული ჯერ კიდევ 2013 წელს აღიარა ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში. შემდეგ უკვე სასამრთლოს წინაშ მისმა აღიარებამ მტკიცებულებები გაამყარა“.

„უახლოეს მომავალში რამდენიმე მაღალჩინოსანი გამოიკვეთება, რომელსაც ბუტას მკვლელობასთან აქვს შეხება. ერთ-ერთი, სავარაუდოდ, ოქრუაშვილის მოადგილე იყო, რომელმაც უშუალოდ გასცა ბრძანება მიქაძისთვის. ოქრუაშვილი და სააკაშვილი ერთად მოითხოვდნენ, ბოლომდე მიაწექით, პატრულს ჩრდილი არ მიადგეს და ყველაფერი ამ ბიჭებს გადააბრალეთო. მთავარი დამნაშავე და ყველა ბოროტების თვი და თავი სააკაშვილია. მან და ადეიშვილმა მისცეს პოლიციას განკარგულება, ხელი არ აგიკანკალდეთო, ადგილზევე ისროლეთო. ასეთი 162 შემთხვევა იყო, რამაც საჯიშე ბიჭები გამოასალმა ცხოვრებას. სააკაშვილის ადგილი მატროსოვზეა და ალბათ ასეთი დღეც დადგება“, – განაცხადა ია მეტრეველმა.

სტუმარი: ია მეტრეველი – ბუტა რობაქიძის დედა.

სატელეფოონო ჩართვა: თეონა ხუბულავა – ჟურნალისტი.