ღია სტუდია - საგანმანათლებლო სასწაული, როგორც მთავრობის პოლიტიკის მიზანი
„მე გპირდებით, რომ ძალიან მალე ჩვენ ხელახლა აღმოგვაჩენენ, როგორც ყველაზე განათლებული და თავისუფალი ადამიანების ქვეყანას!“ – საქართველოს პრემიერ მინისტრის ეს განცხადება წარმოშობს აუცილებლობას განვიხილოთ, გაცხადებულ განზრახვათა სიწრფელესა და მიზნის სიწმინდეს შეესაბამება თუ არა ამ ქვეყნისა და მისი მოქალაქეების შესაძლებლობები; როგორ შეიძლება ძალიან მალე გახდე ყველაზე განათლებული და თავისუფალი, რას შეიძლება გაწვდეს განათლების გასაზრდელი დაფინანსება, რა დრო სჭირდება მაღალი რანგის ასობით და ათასობით პროფესიონალის მომზადებას სფეროებში, რომლებიც ბოლო დროს გამოხატულ სტაგნაციაშია?
რესპონდენტები: შალვა ტაბატაძე, „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარე, განათლების მეცნიერებათა დოქტორი, რევაზ აფხაზავა – „განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი“.