ღია სტუდია - ჩრდილოეთი მაკედონია ნატოში შედის
ღია სტუდია - ჩრდილოეთი მაკედონია ნატოში შედის

ჩრდილოეთი მაკედონია ნატოს წევრი ხდება. ბრიუსელში ხელი უკვე მოაწერეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ამ ქვეყნის წევრად მიღების პროტოკოლს. ჩრდილოეთი მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნების ელჩებს, რომელთაც დააჩქარეს პროცედურები ჩრდილოეთ მაკედონიის ნატოში გასაწევრიანებლად. საგულისხმოა, რომ ნატოში ქვეყანა მიიღეს ძალიან სწრაფად მას შემდეგ, რაც სახელი შეიცვალა და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიას ნაცვლად დღევანდელი სახელი დაირქვა. რა გზა გაიარა ნატომდე ოდესღაც კომუნისტურმა და დღეს არც თუ მდიდარმა სახელმწიფომ და სად არის ამ გზაზე საქართველო?

სტუმარი: დავით სიხარულიძე, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ხელმძღვანელი.