ღია სტუდია - მსოფლიო ნაირგვარად ეკიდება პოლიტიკურ კრიზისს ვენესუელაში
ღია სტუდია - მსოფლიო ნაირგვარად ეკიდება პოლიტიკურ კრიზისს ვენესუელაში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ტვიტით ქვეყანამ შეიტყო, რომ საქართველომ ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად აღიარა ამ ქვეყნის ნაციონალური ასამბლეის ლიდერი, ხუან გუაიდო და, ამდენად, აღარ მიიჩნევს პრეზიდენტად ნიკოლას მადუროს. რით არის ნაკარნახევი და გამაგრებული ეს გადაწყვეტილება, რა პოლიტიკურ სარგებელს ან რისკს შეიცავს ის? რა მოტივები აქვთ სხვა სახელმწიფოებს მსოფლიოში, რომელთაგან ზოგი მადუროს უჭერს მხარს, ზოგი გუაიდოს ცნობს და ზოგიც თავს იკავებს? რა რიგის მოვლენაა ვენესუელის ამბები საერთაშორისო პოლიტიკაში?

სტუმარი: გია ჯაფარიძე, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი.

  

დატოვე კომენტარი