ღია სტუდია - საქართველოს მოქალაქეებს დეპორტაციისათვის რუსეთმა ათი მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს
ღია სტუდია - საქართველოს მოქალაქეებს დეპორტაციისათვის რუსეთმა ათი მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სტრასბურგში 31 იანვარს გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“. სასამართლო რუსეთს აკისრებს, ჯამურად ათი მილიონი ევრო გადაუხადოს საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთიდან 2006-2007 წლებში გამოაძევეს, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, დაკავებისას დამამცირებლად და არაადამიანურად მოეპყრნენ. როგორ წარმართავდა საქართველო ამ საქმეს სტრასბურგის სასამართლოში, რა ფაქტებითა და არგუმენტებით იყო აღჭურვილი და როგორია ალბათობა, რუსეთმა მართლაც გადაიხადოს კომპენსაცია – ამაზე „ღია სტუდიაში“ ისაუბრებს სტუმარი, გოჩა ლორთქიფანიძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.