ღია სტუდია - საერთაშორისო კონფერენცია საზოგადოებრივ მაუწყებელში და პირველი არხის ახალი პროექტები
ღია სტუდია - საერთაშორისო კონფერენცია საზოგადოებრივ მაუწყებელში და პირველი არხის ახალი პროექტები

ევროპის მაუწყებელთა კავშირის და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ორგანიზებით ჩატარებულ კონფერენციის მუშაობაში ათი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ტრადიციული ტელე და რადიომაუწყებლობის მნიშვნელობა იცვლება. როგორ უნდა მივიდნენ მაუწყებლები მომხმარებლამდე, როგორ უნდა მოხდეს მაუწყებლობის ციფრული ტრანსფორმაცია – ამ საკითხზე იყო მსჯელობა საერთაშორისო კონფერენციაზე.

რაც შეეხება პირველი არხის ახალ პროექტებს: „საქართველოს ვარსკვლავს“ ონლაინ მედიაში 14 მილიონამდე ნახვა აქვს – ეს უპრეცენდენტო მაჩვენებელია. ამ კონკურსის დასრულებამდე ორი ტური დარჩა და ბოლო ტურში მაყურებელი არა მხოლოდ კონკურსის გამარჯვებულ მომღერალს გამოავლენს, არამედ ახალ სიმღერასაც, რომლითაც „საქართველოს ვარსკვლავში“ გამარჯვებული ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს.

სტუმარი: პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე – თინათინ ბერძენიშვილი.