ღია სტუდია – სოციალური მუშაკების პრობლემები

16:51, 13.02.2019
-0:00

სოციალური მუშაკები მიიჩნევენ, რომ არიან გაუსაძლის მდგომარეობაში, არ აქვთ ნორმალური სამუშაო პირობები, ხელფასია ძალიან მცირე და მათი პასუხისმგებლობა დიდია. ამის გამო სოცმუშაკთა ერთმა ნაწილმა მიმართა პროტესტის ასეთ ფორმას: დაწერეს განცხადებები სამსახურიდან წასვლაზე და მოაგროვეს უკმაყოფილო თანამშრომლის ორასზე მეტი ხელმოწერა. სამინისტროში განიხილეს შექმნილი ვითარება და ახლო მომავალში გაირვევა რა გაკეთდება სოციალური მუშაკების სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად.

სტუმრები: სოციალური მუშაკები – სოფო ხვთისიაშვილი, ნინო სიხუაშვილი
სატელეფონო ჩართვა ბათუმიდან: ინგა დავითაძე – სოციალური მუშაკი.
სატელეფონო ჩართვა სამინისტროდან: ნუცი ოდიშარია – სოციალური დეპარტამენტის უფროსი.
  

მსგავსი