ღია სტუდია - რუსეთთან უვიზო რეჟიმი და მიმოსვლის აღდგენა I 23.05.2023
საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში შესასვლელი ვიზების გაუქმებას, ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენას მალე მოჰყვა ინფორმაცია, რომ საქართველო ჩაებმება იმ საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვებში, სადაც რუსეთს წამყვანი როლი ექნება და მთავარ სარგებელსაც რუსეთი ნახავს.
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარის ნინო სამხარაძის აზრით, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ ქვეყნის მოსახლეობის გვერდის ავლით, მის დაუკითხავად და შეუტყობინებლად წარმართავს ასეთ თემაზე მოლაპარაკებებს და მოქალაქეებს ფაქტების წინაშე აყენებს.
სტუმარი: ნინო სამხარაძე – მკვლევარი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: