ღია სტუდია - რუსეთ-უკრაინის ომით შეცვლილი სამყარო
- უკრაინაში რუსეთის საომარი მოქმედებები გრძელდება. იზრდება მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობას შორის. სამწუხაროდ, ანტალიაში უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. საერთაშორისო პოლიტიკის მკვლევარი შორენა ლორთქიფანიძე ამბობს, რომ კრიზისულ ვითარებაში ევროკავშირის მოქმედებები თვალშისაცემად ეფექტური აღმოჩნდა. რაც შეეხება სამი ქვეყნის – უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპული ინტერგაციის პროცესს, შორენა ლორთქიფანიძე იხსნებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომ უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანება ევროვაშირში საქართველოსა და მოლდოვის გარეშე უნდა მოხდეს. ამავე დროს, შორენა ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ საქართველოს ისტორიის ამ ეტაპზე აუცილებელია საქართველოში ხელისუფლების, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი კოორდინირებული მუშაობა, რისი ნიშნებიც, სამწუხაროდ, არ ჩანს.
სტუმარი: შორენა ლორთქიფანიძე, საერთაშორისო პოლიტიკის მკვლევარი
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: