ღია სტუდია - რუსეთის ნეოიმპერიალისტური ვნებები და თავისუფალი სამყარო
ღია სტუდია - რუსეთის ნეოიმპერიალისტური ვნებები და თავისუფალი სამყარო

უკრაინაში მერვე დღეა, საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. რუსეთის არმია უკრაინის ქალაქებს და დასახლებულ პუნქტებს ბომბავს. დიდი მსხვერპლი მშვიდოებიან მოსახლეობაში.

ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი ამბობს, რომ ნეოიმპერიალისტურმა რუსეთმა გაიღვიძა.

„სამწუხაროდ, თავის დროზე დასავლეთმა ვერ გაიაზრა, თუ როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო რუსეთი. საბჭოთა კავშირის დაშლამ პრობლემები არ მოაგვარა“ – ამბობს ის.

სწორედ იმპერიალისტური იდეები აერთიანებს დღეს რუსეთს, რომლის მოსახლეობის 68 პროცენტი მხარს უჭერს პუტინის გადაწყვეტილებას, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შესახებ.

„დღეს ორ ან მეტ რუსეთზე ლაპარაკი შეუძლებელია. დღეს რუსეთის ყველა მოქალაქე პასუხისმგებელია იმაზე, რასაც მისი ხელისუფლება სჩადის უკრაინაში“ – ამბობს ზაზა ფირალიშვილი.

სატელეფონო ჩართვა: ზაზა ფირალიშვილი, ფილოსოფოსი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: