ღია სტუდია - რომელი პოლიტიკური მოვლენებით დაგვამახსოვრდა 2021 წელი
ღია სტუდია - რომელი პოლიტიკური მოვლენებით დაგვამახსოვრდა 2021 წელი
  • 2021 წლის ერთერთი მთავარი პოლიტიკური მოვლენა, რომელიც 2022 წელსაც გარძელდება, პრეზიდენტის მიერ წამოწყებული ეროვნული შერიგების პროცესია. კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძეს აეჭვებს, რომ ეს მცდელობა წარმატებული აღმოჩნდეს. „ ბოლო 30 წლის განმავლობაში, საქართველოში პერიოდულად მწვავდებოდა დაპირისპირება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის და ტემპერალურის დაგდების მცდელობა აქამდე წარმარებული არ ყოფილა“ – ამბობს ის და ამატებს, რომ ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის გაუთავებელი დაპირისპირება უკვე საზოგადოების მხრიდან რეაქციის გარეშე რჩება. „ერთია, როცა არჩევნებზე ხმას გაძლევენ და მეორე, როცა საპროტესტო მოძრაობაში არ ერთვები“ – ამბობს ვახტანგ ძაბირაძე. ევროპული დემოკრატების გენერალური მდივანი მამუკა გამყრელიძე ვარაუდობს, რომ 2022 წელი ცენტრისტული ძალების გაძლიერების წელი იქნება. „ ქართულმა ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ მასთან აფელირებულ ძალებთან ერთად, საზოგადოების იმედგაცრუება გამოიწვვია“ ამბობს ის.

სტუმრები: ვახტანგ ძაბირაძე, პოლიტოლოგი; მამუკა გამყრელიძე, ევროპელი დემოკრატების გენერალური მდივანი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: