ღია სტუდია - როდის დასრულდება განგრძობადი პოლიტიკური კრიზისი საქართველოში
ღია სტუდია - როდის დასრულდება განგრძობადი პოლიტიკური კრიზისი საქართველოში

19 ივლისს საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ჩამოვა. სავარაუდოდ, ხელისუფლებასთან შეხვედრებისას განხილული იქნება შარლ მიშელის შეთანხმებით ცნობილი ვალდებულებების შესრულებისა და 5-6 ივლისს რუსთაველის პროსპექტზე მომხდარი ძალადობის საკითხი. კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი საქართველოში შექმნილ ვითარებას „განგრძობად“ პოლიტიკურ კრიზისს უწოდებს. მისივე მოსაზრებით, ამ კვირის დასაწყისაც 2016 წელი, ქართული ოცნების მეორე ვადით ხელისუფლებაში მოსვლა შეიძლება ჩაითვალოს, როცა ქვეყანას პერმანენტულად პოლიტიკური კრიზისი ატყდება თავს. „უნდობლობა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, უნდობლობა მოქალაქეების სხვადასხვა ჯგუფს შორის საზოადოების ფრაგმენტაციას იწვევს და აგრესიის გრადუსს კიდევ უფრო მაღლა წევს“ – ამბობს გიორგი კანაშვილი. მას აეჭვებს, ხელისუფლებამ გამოავლინოს და დააკავოს 5-6 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები, რადგან ხელისუფლება მათ მიმართ საკმაოდ შემწყნარებლურად არის განწყობილი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: