ღია სტუდია - რისთვის უნდა მოვემზადოთ საარჩევნოდ
ღია სტუდია - რისთვის უნდა მოვემზადოთ საარჩევნოდ

ორი თვის შემდეგ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები იმართება. მომავალ არჩევნებს ადგას ჩრდილი შარშანდელი არჩევნებისა, რომლის შედეგთა სამართლიანობა და სიზუსტე ბოლომდე არ ირწმუნა საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა. რა შეიძლება იღონონ როგორც მოქალაქეებმა, ისე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, რათა არჩევნების მიმართ ეჭვმა და უნდობლობამ იკლოს? რა გამოცდილებას გაითვალისწინებენ თავიანთ საქმიანობაში დამკვირვებელი ორგანიზაციები? რას ელიან ისინი ხელისუფლებისა და საარჩევნო კომისიებისგან? რამდენად წარმომადგენლობითი იქნება უცხოურ და საერთაშორისო ორგანიზაციათა სადამკვირვებლო მისიები 2 ოქტომბრის არჩევნებზე?

რესპონდენტი: ნინო დოლიძე, ISFED-ის (სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების) აღმასრულებელი დირექტორი

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: