ღია სტუდია - რატომ ეწინააღმდეგებიან ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს
ვენეციის კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას მიაწოდა კრიტიკული რეკომენდაციები, რათა პარლამენტს ისინი გაეთვალისწინებინა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებათა შეტანისას. რეკომენდაციების შინაარსის გაცნობას მოჰყვა დაძაბულობის ზრდა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის – კომისიის ტექსტი, აღმოჩნდა, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგსაც ეხება. რას ურჩევს ვენეციის კომისია ქართულ ოცნებას, ასევე, რას ეურჩება და რას უჯერებს ეს უკანასკნელი – „ღია სტუდიაში“ ბოლო დღეების იურიდიულ-პოლიტიკურ „ბატალიებზე“ ლაპარაკობს ნაზი ჯანეზაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.