თოთხმეტი წლის გოგონამ თავი მოიკლა. ეს მოხდა ქობულეთის რაიონის სოფელ ქაქუთში. მალევე დააპატიმრეს ბრალდებული, 23 წლის კაცი. მას ბრალად ედება გოგონასთან ძალადობრივი სქესობრივი კავშირი. რამდენიმე დღეში დააკავეს მსხვერპლის ბაბუა, რომელიც ფიზიკურად ძალადობდა ბავშვზე, სცემდა მას. გოგონას ბიძამ განაცხადა, რომ ბავშვი სძულდა მისი საქციელის გამო. გაირკვა, რომ ბავშვი მანამდე მიმართავდა პოლიციას. ამაოდ. დღეს ბავშვი მკვდარია. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ ინაწილებს პასუხისმგებლობას ტრაგიკულად დასრულებული სიცოცხლის გამო და უნდა მსჯელობდეს, რა აჩენს მის წიაღში სასტიკ მოპყრობას ქალებისა და ბავშვების მიმართ.
რესპონდენტები: ანა აბაშიძე – „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“, თავმჯდომარე; ეკა სხილაძე – სახალხო დამცველის მოადგილე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: