მადრიდის ნატოს სამიტს უკვე ეწოდა ისტორიული – ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრთა რაოდენობა გაიზარდა – უახლოეს ხანში ფინეთი და შვედეთი ნატოს სრულფასოვანი წევრები იქნებიან. ახალი დეკლარაციის მიხედვით, ნატო ბოსნია-ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვას სპეციალიზირებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გასაძლიერებლად იმუშავებს.
საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორის დავით ბრაგვაძის აზრით, ამ სამი ქვეყნის ერთ „კალათაში“ გაწევრიანება უცნაურად გამოიყურება:
„საქართველო ნატოს ასპირანტი ქვეყანაა, ბოსნია-ჰერცეგოვინას 2010 წლიდან მაპ-ი აქვს მინიჭებული, მოლდოვას კი არც განუცხადებია ნატოს წევრობის სურვილი“ – ამბობს ის.
დავით ბრაგვაძის აზრით, ახალ დეკლარაციაში საქართველოს პოზიციები საკმაოდ სუსტად არის წარმოდგენილი. მისივე თქმით, აუცილებელია მეტი მუშაობა ნატოსთან, რომ ქვეყანამ ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მეტ წარმატებას მიაღწიოს.
სტუმარი: დავით ბრაგვაძე, საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: