ღია სტუდია - რა პროცესები მიმდინარეობს ოკუპირებულ აფხაზეთში I 25.01.2024
აფხაზეთში საპროტესტო აქციები ჩვეულებრივი ამბავია – მაგრამ თუ აქამდე აქციები ე.წ. კლანებს შორის ხელისუფლების გადანაწილებასთან იყო დაკავშირებული, სულ უფრო გახშირდა საპროტესტო აქციები, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთთან რუსეთის პოლიტიკას უკავშირდება.
იურისტი თენგო კირთაძე თვლის, რომ ნელ-ნელა ოკუპირებულ აფხაზეთში გავლენას კარგავენ ის ძალები, ვინც უსაფრთხეობის გარანტად რუსეთს მიიჩნევდნენ.
„ფაქტია, ბოლო დროს აფხაზები სულ უფრო თვალნათლივ ხედავენ, რომ რუსეთს თავისი ინტერესი აქვს აფხაზეთში, რომელიც რადიკალურად განსხვავდება მათი მოლოდინებისგან“, – განაცხადა თენგო კირთაძემ.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: