სოციალური ღია სტუდია – სარეკონსტრუქციო სამუშაოები დიდუბეში I 24.01.2024

15:12, 24.01.2024
-0:00

„დიდუბეში საავტომობილო მოძრაობა ორივე მიმართულებით აღდგება როგორც დაგეგმილი იყო – იანვრის ბოლოს. უკვე ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს: იგება ასფალტი ორივე მიმართულებით“, – განაცხადა თბილისის საკრებულოს წევრმა, დიდუბის მაჟორიტარმა დეპუტატმა გივი ჩხარტიშვილმა.

მისი ინფორმაციით ასევე დასრულების სტადიაშია კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი – ბაგების საავტომობილო ხიდი, რომლის მშენებლობაზეც 31 მილიონი ლარი იხარჯება და რომელიც უკვე თებერვლის ბოლოს შევა ექსპლუატაციაში.

სტუმარი: გივი ჩხარტიშვილი – თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

მსგავსი