- აფხაზეთში ბოლო რამდენიმე დღეა, პოლიტიკური ვითარება საკმაოდ დაიძაბა. ოპოზიცია თვითგამოცხადებული აფხაზეთის პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომას ითხოვს.
კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის აზრით, დღეს აფხაზეთში ერთმანეთს ბჟანიას და ხაჯიმბას მხარდამჭერები უპირისპირდებიან. „დღეს მოქმედი ე.წ. პარლამენტი წინა პრეზიდენტის, ხაჯიმბას დროსაა არჩეული. ახალი არჩევნები უკვე მარტშია. შესაბამისად, ხაჯიმბას „პარლამენტის“ წევრები ელიან, რომ არჩევნებს წააგებენ და ყველანაირად ცდილობენ არჩევნების ვადის გადადებას“ – ამბობს ის.
მისივე აზრით, ყირიმის მოვლენების შემდეგ, აფხაზეთში მიხვდნენ, რომ დამოუკიდებლობის შანსი არა აქვთ. „დღეს, რეალურად, რუსეთი ახდენს აფხაზეთის არა ოკუპაციას, არამედ ანექსიას“ – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი, რომლის აზრით, ამ ვითარებაში ოფიციალური თბილისის სრული უმოქმედობა აფხაზებთან მიმართებით, მისთვის სრულიად გაუგებარია.
„ბჟანიას ხელისუფლება ბოლო პროაფხაზური ხელისუფლებაა“ – ამბობს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე პაატა დავითაია, რომლის აზრითაც, თვითგამოცხადებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ინალ არძინბას ხელით, დაიწყო სრული ინტეგრაციის პროცესი რუსეთთან, რაც ადგილობრივი აფხაზების პროტესტს იწვევს.
სტუმარი: პაატა ზაქარეიშვილი, კონფლიქტოლოგი
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: