ღია სტუდია - რა კეთდება დასაქმების ხელშეწყობისთვის I 12.10.2022
„დასაქმების მსურველები და დამსაქმებლები რომ შეხვდნენ ერთმანეთს, ამისთვის იმართება „დასაქმების ფორუმები“. ერთი კვირის წინ ექსპო-ჯორჯიაში „დასაქმების ფესტივალი“ მოვაწყეთ. ეს ღონისძიება მასშტაბურობით განსხვავდებოდა აქამდე გამართულ „დასაქმების ფორუმებისგან“. განსხვავდებოდა კიდევ იმით, რომ ფესტივალზე მოვიწვიეთ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები. ჩვენი ამოცანაა, დასაქმების მსურველები იყვნენ უფრო მაღალკვალიფიციური, რომ დასაქმება უფრო გაუადვილდეთ“, – განაცხადა გადაცემის სტუმარმა ნინო ველთაურმა.
სტუმარი: ნინო ველთაური – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: