ამ დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ოპოზიციას დაანახა, რომ მას ხალხის მხარდაჭერა არ აქვს და ის იძულებულია გადადგას რადიკალური ნაბიჯები, კვლავ ისაუბროს პიკეტირებაზე, სხვადსხვა აქციებზე. რაც შეეხება ხელისუფლებას, არ შეიძლება დადებითად არ შევაფასოთ მიტინგის დაშლა პროფესიულად მაღალ დონეზე და ისე, რომ ივნისის მოვლენებისგან განსხვავებით, პრაქტიკულად არავინ დაშავებულა. მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ძალის გამოყენებას ზოგადად არ იწონებს საზოგადოება და ხელისუფლების უკმაყოფილო ჩვენს ქვეყანაში ბევრია, ასე მიაჩნია გადაცემის სტუმარს.
სტუმარი: მამუკა არეშიძე – პოლიტოლოგი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: