ღია სტუდია - რატომ გაემიჯნა ყოფილი პრეზიდენტი თანაგუნდელებს?
ღია სტუდია - რატომ გაემიჯნა ყოფილი პრეზიდენტი თანაგუნდელებს?

ყოფილი პრეზიდენტი, 2020 წლის არჩევნებისთვის მთავარ კონკურენტად ევროპულ საქართველოს აღიქვამს და როგორც ჩანს, სამართლიანადაც,ვინაიდან მამუკა ხაზარაძის ახალი პოლიტიკური მოძრაობის გამოჩენას არ მოჰყვა ისეთი ეფექტი და შედეგი, რასაც საზოგადოება ელოდა. ამიტომაც, სააკაშვილის კრიტიკა, მისი ერთგვარი თავდასხმა ევროპული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერზე გიგა ბოკერიაზე ემსახურება იმას,რომ ნაციონალური მოძრაობა მიისწრაფის ოპოზიციის ლიდერის როლის შენარჩუნებისაკენ. თუმცა, ბოკერიას ამ კრიტიკამ ევროპული საქართველოს სასარგებლოდ იმუშავა. ყოფილი პრეზიდენტის თავდასხმა ევროპულ საქართველოზე ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო, თუნდაც მთავრობის ფორმირების საკითხში ერთმანეთთან არ ითანამშრომლებენ.

სტუმარი: პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

 

  

დატოვე კომენტარი