ღია სტუდია - „ქართულმა ოცნებამ“ არ დააკმაყოფილა ოპოზიციის მოთხოვნა, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. როგორ და როდის დასრულდება მანდატების ბრძოლა
ვახუშტი მენაბდე: საქართველოში მუშაობს პოლიტიკური თამაში ე.წ. ნულოვანი ჯამით. სამშაბათს პარლამენტმა არ დაუჭირა მხარი 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტლებას, რაც ნიშნავს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები კვლავ პარლამენტარებად ითვლებიან. კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის აზრით, ეს სიტუაცია, როცა მანდატის მქონე ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტში არ შედიან, შესაძლოა წლები გაგრძელდეს, რადგან უმრავლესობა პოლიტიკური მიზნებით მხარს არ დაუჭერს არც მათთვის მანდატის შეჩერებას და არც რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს. „საქართველოში მუშაობს პოლიტიკური თამაში ე.წ. ნულოვანი ჯამით, როცა გამარჯვებული იღებს ყველაფერს და დამარცხებული ყველაფერს კარგავს. შესაბამისად, დამარცხებული ცდილობს მაგიდის აყირავებას და თამაშის თავიდან დაწყებას. სანამ ეს წესი არ შეიცვება, საეჭვოა, ქართული პოლიტიკის გაჯანსაღებაზე საუბრის საფუძველი გვქონდეს“ – თვლის ვახუშტი მენაბდე.
ირაკლი მელაშვილის მოსაზრებით, დღეს პოლიტიკური პროცესი ჩიხშია შესული – ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნების დაპირების გარეშე პარლამენტში არ შევა, ხოლო მმართველ პარტიას ყოფილი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის პერსპექტივა ვერ მოხიბლავს. მისი ვარაუდით, რიგგარეშე არჩევნების საკითხი მხოლოდ ქვეყანაში სოციალური საკითხების გამწვავების გამო თუ დაინიშნება და არა ოპოზიციის მოთხოვნის საპასუხოდ.
სტუმრები: ვახუშტი მენაბდე – კონსტიტიციონალისტი; ირაკლი მელაშვილი – პოლიტოლოგი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: