„ქართულ ოცნებას“ დღეს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი კანონი. შეუძლია სხვა პოლიტიკური ძალების გარეშე დააკომპლექტოს მთავრობა. ხელისუფლებისადმი ლოიალურია სასამართლო. ერთადერთი, რაც ჯერ არ შეუძლია, კონსტიტუციის შეცვლაა. ერთი შეხედვით, საქართველოს ხელისუფლების სათავეში მყოფი პოლიტიკური პარტია ფლობს შეუზღუდავ ძალაუფლებას. იქნებ ასეა მეორე შეხედვითაც? იქნებ ახლა „ქართულ ოცნებას“ სუსტი მხარე საერთოდ არ გააჩნია? ხელისუფლების ძალაზე, ლეგიტიმაციაზე, შესაძლო სისუსტეებზე ღია სტუდიას ესაუბრება გია ნოდია, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: