ქალთ უფლებების დამცველების მონაცემებით, 2014 წლიდან დღემდე საქართველოში 186 ქალი მოკლეს.
2022 წელს უკვე 13 ქალია მოკლული.
იმატა ქალთა თვითმკვლელობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებმა.
უფლებადამცველთა აზრით, ამის ერთ-ერთი მიზეზია ხელისუფლების ერთგვარი მოდუნება პრობლემის მიმართ, ფემიციდის ჩახსნა პოლიტიკურად მწვავე საკითხების ნუსხიდან.
ამას ემატება კულტურისთვის დამახასიათებელი ქალის დისკრიმინაცია.
რამ შეიძლება გააუმჯობესოს ვითარება? – ამ თემაზე ისაუბრეს ანა აბაშიძემ, არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადენელმა და გოგა ხატიაშვილმა, ექსპერტმა ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებში.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: