ღია სტუდია - პროფესიული განათლება
ღია სტუდია - პროფესიული განათლება

„განათლების ახალი კანონი პროფესიული სისტემის ფორმირებას ითვალისწინებს. 9 კლასის ატესტატის მქონე მოზარდებს პროფესიული განათლების მიღების შემდეგ ექნებათ შესაძლებლობა, სწავლა უმაღლეს სასწავლებელში განაგრძონ. პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი სრული განათლების ატესტატის ტოლფასი იქნება”, – განაცხადა თამარ სამხარაძემ.

„პროფესიული განათლების მიღების შემდეგ ახალგაზრდების დასაქმება 56 პროცენტიან მაჩვენებელს აღწევს. არის სფეროები, სადაც 100 პროცენტიანი დასაქმება გვაქვს”, – განაცხადა თამარ სამხარაძემ.

„სკოლებში სამუშაოა ჩასატარებელი, რათა პროფესიული განათლების შესახებ მოზარდები და მათი მშობლები ამომწურავად იყვნენ ინფორმირებულნი. ამჟამად კოლეჯების ბაზაზე 10 კომპანია დებს ინვესტიციას, მათ პროფესიულ კოლეჯებში თავისი შოურუმები აქვთ გახსნილი. რაც შეეხება კურსდამთავრებულთა დასაქმებას, მოტივაციის შემთხვევაში, სამშენებლო სექტორში დასაქმება გარანტირებული აქვთ”, – განაცხადა მათე ტაკიძემ.

 

სტუმარი: თამარ სამხარაძე – პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე