ღია სტუდია - პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მთავარი გზავნილები
„ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რისთვისაც ივანიშვილმა საზოგადოებისთვის მიმართვა გადაწყვიტა. არჩევნებამდე ეს ინტერვიუ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველზე გათვლილი პოლიტიკური ნაბიჯი იყო, რაც მხარდამჭერთა გამხნევებას ისახავდა მიზნად. ეს საჭირო გახდა იმის გამო, რომ ბოლო პერიოდში საზოგადოებაში მთელი სიმძლავრით ამუშავდა „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მანქანა „რუსთავი 2“, რომელიც „ოცნების“ მიმართ ნიჰილიზმს მიზანმიმართულად თესავს.“
„ყველაფერს გავაკეთებთ, რათა „რუსთავი 2“-ში განსხვავებული აზრი ისმოდეს, – ეს არის დემოკრატიული ადამიანის დემოკრატიული განცხადება.“
„ივანიშვილმა რუსეთთან მიმართებაში ისტორიული განცხადება გააკეთა, რითაც ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის სურვილი გაახმოვანა.“
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წლის აგვისტოში ჯერ პროვოკაციულად და მოღალატეობრივად შემოიყვანა რუსული ჯარი საქართველოში და შემდეგ გაერო-ში მიღებულ რეზოლუციაზე ხელმოწერით „გააპრავა“ აზრი, რომ ეს იყო რუსეთის საპასუხო შემოსვლა საქართველოში,“ – განაცხადა ნიკა ლალიაშვილმა.
სტუმარი: ნიკა ლალიაშვილი – ექსპერტი.