ღია სტუდია -  პრეზიდენტის უფლებამოსილებები და საპრეზიდენტო კანდიდატების დაპირებები
ღია სტუდია - პრეზიდენტის უფლებამოსილებები და საპრეზიდენტო კანდიდატების დაპირებები

რა უფლება – მოვალეობებს ანიჭებს ქვეყნის პრეზიდენტს საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია და რამდენად შეესაბამება ამ უფლებამოსილებებს საპრეზიდენტი კანდიდატების მიერ წინასაარჩევნოდ უხვად გაცემული დაპირებები. რაზეა გათვლილი გასაკეთებელ საქმეთა ის ჩამონათვალი , რომელიც , კანდიდატის
გამარჯვების შემთხვევაში , შესაძლოა, მხოლოდ სასურველ გზავნილებად დარჩეს.

17 დღე არჩევნებამდე. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციისთანავე კონსტიტუციის ახალი რედაქცია ამოქმედდება, სადაც პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურის სტატუსს ინარჩუნებს, თუმცა მისი უფლებამოსილებები მკვეთრად შემცირებულია. რისი უფლება ექნება მომავალ პრეზიდენტს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები პირდაპირი წესით ბოლოჯერ ავირჩევთ?! რა წერია ქვეყნის მთავარ კანონში და რამდენად შეესაბამება უზენაესი კანონით გაწერილი უფლებამოვალეობები იმ დაპირებებს, რასაც ამომრჩეველი პრეზიდენტობის მსურველებისაგან ისმენენ.

„მოქმედის მსგავსად მომავალი პრეზიდენტის ყველაზე ძლიერი მხარე , შეწყალების უფლებაა. რაც შეეხება სისუსტეს , სუსტდება პრეზიდენტის, როგორც მთავარსარდლის უფლებამოსილება. იგი საომარი მდგომარეობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ პრემიერის მიმართვის შემდეგ , რასაც უკვე მოგვიანებით პარლამენტი ამტკიცებს“ – გიორგი გოცირიძე.

„ასეთი უცნაური საარჩევნო კაპმანია არასდროს ყოფილა. კამპანია ყველა კანდიდატმა ძალიან გვიან დაიწყო. პრეზიდენტობის კანდიდატებისგან ვისმენთ ისეთ დაპირებებს, რომელთა შესრულება რომც მოისურვოს უკვე გამარჯვებულმა კანდიდატმა , ის კანონდამრღევი აღმოჩნდება. ამდენად კანდიდატები საარჩევნო ყუთებთან ნაკლებად ინფორმირებულები მივლენ“ – სოსო გალუმაშვილი;
სტუმარი: გიორგი გოცირიძე – საიას იურისტი.

სატელეფონო ჩართვა: სოსო გალუმაშვილი – პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია GEPRA-ს დამფუძნებელი და უფროსი კონსულტანტი