ღია სტუდია - დაიწყო ტექინსპექტირების მესამე ეტაპი
ღია სტუდია - დაიწყო ტექინსპექტირების მესამე ეტაპი

რომელი სატრანსპორტო საშუალებებისთვის არის სავალდებულო ამ ეტაპზე ტექდათვალიერება? სად, რომელ ქალაქებში უნდა გაატარონ მფლობელებმა ავტოტრანსპორტი ტექდათვალიერებაზე? რა თანხებთან არის დაკავშირებული ეს პროცესი?
2019 წლის იანვრიდან უკვე ყველა სატრანპორტო საშუალებისათვის იქნება სავალდებულო ტექინსპექტირება. როგორ ვემზადებით ამისთვის?

„გამონაბოლქვის შემთხვევაში პატრულ-ინსპექტორი ავტომობილის მძღოლს ხელმეორედ ინსპექტირებისთვის ერთთვიან ვადას მისმეცს ხარვეზების გამოსასწორებლად, განმეორებითი ინსპექტირება უფასოა“,  განაცხადა ვაჟა იორდანიშვილმა

„ადმინისტრირება თუ არ გაძლიერდა, რეფორმას დისკრედიტაცია ელოდება. ეს პრობლემა უმოკლეს პერიოდშია მოსაგვარებელი“, განაცხადა  ეკა ლალიაშვილმა

სტუმარი: ვაჟა იორდანიშვილი – პერიოდული ტექინსპექტირების ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელი

სატელეფონო ჩართვა: ეკა ლალიაშვილი – „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე