ღია სტუდია - ოჯახში ქალებზე ძალადობა - პრევენცია და რეაგირება
ღია სტუდია - ოჯახში ქალებზე ძალადობა - პრევენცია და რეაგირება

რა ტენდენციები იკვეთება შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის 9 – თვიანი ანგარიშის მიხედვით

„ოჯახში ქალებზე ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირებას, საშიშროებას და ძალადობის შესაძლო განმეორების საფრთხეს ოჯახში მისული პოლიციელი წინასწარ შედგენილი კითხვარის საშუალებით ადგენს“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

„2018 წლის ბოლოსთვის ან 2019 წლის დასაწყისისთვის ელექტრონული სამაჯურების დანერგვა იგეგმება, რაც მაღალი რისკის შემცველი მოძალადეების მიმართ გამოიყენება“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

„ბოლო პერიოდში დისკრიმინაციული დანაშაულის ნიშნები 95 სისხლის სამართლის საქმეში გამოიკვეთა. გაიზარდა ლგბტ თემის წარმომადგენელთა მხრიდან მომართვიანობაც. არ არსებობს შემთხვევა, კონკრეტული მომართვის შემთხვევაში, არ დაწყებულიყო გამოძიება“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

„ოჯახური ძალადობის მსხვერპლებს ჩვენი ორგანიზაცია თავშესაფრებში სადღეღამისო მომსახურებას სთავაზობს. მათ, ვისაც ასეთი სერვისი არ სჭირდებათ, კრიზისული ცენტრები მხოლოდ დღის განმავლობაში ემსახურებათ. უახლოეს მომავალში კრიზისული ცენტრების გახსნას ვგეგმავთ გურიასა და მარნეულში“, – განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.

„ჩვენი ორგანიზაცია 13 ოქტომბერს აქცია -კონცერტის გამართვას გეგმავს, რაც ქალებზე ძალადობის, მასთან ბრძოლის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ჩვენი სერვისების რეკლამირებას ისახავს მიზნად“, – განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.

 

 

სტუმრები: ლონდა თოლორაია – ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

სატელეფონო ჩართვა: მერი მაღლაფერიძე – ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორი