საქართველოს შსს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მთავრობას განსახილველად წარუდგინა კანონპროექტი ოჯახში ძალადობის აღკვეთის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. კანონპროექტი უკვე გადაიგზავნა პარლამენტში და ამ ცვლილებების მიღების შემდეგ, ოჯახში მოძალადეზე ელექტრონული ზედამხედველობის მექანიზმი დაინერგება. ზედამხედველობის მსგავსი ფორმა უკვე მოქმედებს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და საქართველოში მისი შემოტანისას ძირითადად ესპანეთში მოქმედი მოდელი იქნა გასაზიარებლად აღებული.
სტუმრები: შსს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ცაციაშვილი და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ანალიტიკოსი ირინა ჯაფარიძე.